fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია ლეფკადაში: ცოლ-ქმარს უზარმაზარ ტალღებში სურათის გადაღება უნდოდა და წყალმა შეითრია

ყველასთვის ცნობილია ლეფკადას ულამაზესი სანაპიროები, მაგრამ უამინდობის პირობებში ისინი იმდენად სახიფათო ხდება, რომ წყალში შესვლაზე არც კი უნდა ვიფიქროთ. სამწუხაროდ, გუშინ სანაპირო კათისმაზე ტრაგედია დატრიალდა.

არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე უამრავი ადამიანი იყო, თუმცა, ადიდებული ტალღების გამო შიგნით არავინ შედიოდა. ჩანს, რომ რუმინელი ტურისტების წყვილი წყალთან ახლოს იმყოფებოდა, ქვიშაზე იჯდა და უზარმაზარი ტალღების ფონზე სურათის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც ორივე მათგანი წყალმა შეითრია.

საუბარია 50 წლამდე ცოლ-ქმარზე, რომელთა დასახმარებლად იქ მყოფი სერბი ტურისტი შევიდა წყალში, თუმცა, ტალღები იმდენად დიდი იყო, რომ მხოლოდ ქალის დახმარება შეძლო, მამაკაცი კი, მაშველებმა უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს წყლიდან.

თავად სერბი ტურისტიც, რომელმაც ქალი დახრჩობას გადაარჩინა, შოკურ მდგომარეობაშია.

onalem

ტესტ