fbpx
საბერძნეთი

სინდაღმაზე მდებარე ცნობილი ესთეტიკური ცენტრი 310.000 ევროთი დაჯარიმდა – თანხებს წინასწარ იღებდნენ და მომსახურებას არ უწევდნენ

განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს გემერალურმა სამდივნომ მომხმარებელთა მხრიდან შესული საჩივრების გამო დიდი რაოდენობის ჯარიმა დააკისრა ესთეტიკურ ცენტრს, რომელიც ათენის ცენტრში, კერძოდ, სინდაღმაზე მდებარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ ესთეტიკურ ცენტრში მომხმარებლებისგან თანხებს წინასწარ იღებდნენ, სავარაუდოდ, სთავაზობდნენ გარკვეულ პაკეტებს, რომლებშიც უთითებდნენ სერვისებს, რომელთაგან საბოლოოდ მხოლოდ მცირე ნაწილი სრულდებოდა რეალურად.

ჯარიმა, რომელიც ესთეტიკურმა ცენტრმა უნდა გადაიხადოს, 310.000 ევროს უდრის.

ამას გარდა, ირკვევა, რომ ეწეოდნენ აგრესიულ კომერციულ პრაქტიკას, მომხმარებლებს აწვდიდნენ აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას საკუთარი სერვისების შესახებ, ხოლო შემდეგ, როდესაც დაპირებას არ ასრულებდნენ, გადახდილ თანხებს აღარ აბრუნებდნენ.

საუბარია ესთეტიკურ ცენტრზე, COSMEDICAL, რომელიც ერმუს 8 ნომერში მდებარეობს.

onalem

ტესტ