fbpx
საბერძნეთი

ქირა საბერძნეთში: ბინები მინიმუმ 400 ევრო ღირს, მეპატრონეები კი, 300 ევროზე ნაკლებს აფიქსირებენ

საბერძნეთში ბინის ქირა უფრო და უფრო იმატებს და როგორც ჩანს, პარალელურად, მეპატრონეებს სულაც არ სურთ, რომ საგადასახადო სამსახურში რეალური შემოსავალი დააფიქსირონ.

როგორც უძრავი ქონების ბროკერები აცხადებენ, ბინების 70%-ზე მეტი მინიმუმ 400 ევროდ ქირავდება, ამავე დროს, ადამიანების 90%, რომლებიც ამ ბინებს ფლობენ და აქირავებენ 500-600 ევროდ, საგადასახადო სამსახურში აფიქსირებენ 300 ევროს ან კიდევ უფრო ნაკლებს, რათა საკუთარი გასავალიც შეამცირონ. ისინი აფიქსირებენ, რომ წლიური შემოსავალი ქირიდან 10.000 ევროზე ნაკლები აქვთ, მაშინ, როცა ბინებს შეიძლება 1.000 და 1.200 ევროდაც კი აქირავებდნენ, უბნების მიხედვით.

ალოგიკურია, რომ მეპატრონეები აფიქსირებდნენ, რომ თვეში 300 ევროს და ნაკლებს იღებენ, მაგრამ თავად ქირავნობის ბაზარზე არ მოიძებნება ბინები, რომლებსაც ეს ფასი ადევს. პლატფორმებს თუ გადახედავთ, ვერ იპოვით ბინას, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაშია და მაგალითად, 250 ევრო ღირს.

არსებულ მდგომარეობას შეიძლება ტრაგიკულიც კი ეწოდოს, ვინაიდან ბინებს, რომლებიც საკმაოდ პატარებია, დიდი ფასები ადევს. განვიხილოთ მაგალითები, თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი არის საშუალო მაჩვენებლები და არ იგულისხმება აბსოლუტურად ყველა ბინა, რომელიც ამ უბნებში ქირავდება.

ნეოს კოსმოსზე 35 კვადრატული მეტრი ბინის ქირაობა საშუალოდ 300 ევროდ შეიძლება, ხოლო ეს ფასი 500 ევრომდე იზრდება, თუ ბინა სრულად არის ავეჯით უზრუნველყოფილი. 40-50 კვადრატულ მეტრში კი, 430-დან 650 ევრომდეც კი შეიძლება გაიზარდოს ფასი.

კალითეაში 40-50 კვადრატული მეტრი ბინების ქირაობის ფასი 380-დან 650 ევრომდეა, თუ ბინა 35 კვადრატული მეტრია, მაგრამ სრულად არის ავეჯით უზრუნველყოფილი, მაშინ თანხა 380-დან 550-მდეც კი იწევს.

პაგრატსა და ზოგრაფუზეც თითქმის იგივე მდგომარეობაა, სადაც 35 კვადრატულ მეტრი ბინა რომ დაიქირაოთ, მეპატრონე 420 ევროს ითხოვს, ხოლო თუ ვსაუბრობთ 40-50 კვადრატულ მეტრ ფართობზე, თანხა 430 ევროდან იწყება.

 

onalem

ტესტ