fbpx
საბერძნეთი

“ზაფხულის” შემდეგ ტემპერატურის ვარდნა, ძლიერი ქარი და თოვლი საბერძნეთში – ამინდი იცვლება

საბერძნეთში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, სეზონისთვის შეუფერებლად თბილა, თუმცა, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური გვპირდება, უახლოეს დღეებში ამინდის შეცვლაა მოსალოდნელი.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, კვირის ბოლომდე მაღალი ტემპერატურა გვექნება, განსაკუთრებით ხუთშაბათს, როდესაც სამხრეთის ქარები და აფრიკული მტვრის შემოდინება ტემპერატურას, სეზონისთვის დამახასიათებელთან შედარებით, 6-8 გრადუსით აწევს. როცა ათენში მიმდინარე სეზონზე მაქსიმუმ 12-13 გრადუსი ფიქსირდებოდა ხოლმე, ახლა დაფიქსირდება 20 გრადუსი.

მიუხედავად ამისა, პარასკევიდან მოსალოდნელია, რომ დასავლეთი და ცენტრალური ევროპა დაფაროს პოლარულმა ჰაერის მასებმა და ჩამოყალიბდეს “მეტეოროლოგიური ბომბი”, როგორც ამას სინოპტიკოსები უწოდებენ, რაც გამოიწვევს ტემპერატურის ვარდნას.

წვიმა ნავარაუდევია დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის ტერიტორიაზე, პარასკევის შემდეგ სამი დღის მანძლზე მოსალოდნელია, რომ ითოვოს მთიან რეგიონებში და დასავლეთ მაკედონიის ქალაქებშიც კი. სინიპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ითოვოს დაბლობებზეც.

onalem

ტესტ