fbpx
საბერძნეთი

კრეტა: ქალმა პოლიციაში იჩივლა, რომ ტაქსის მძღოლმა გაძარცვა, რადგან სამსახურში დააგვიანა, ბოლოს კი, თავად დააკავეს ცრუ ჩვენებისთვის

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა. ქალმა, იმ მიზნით, რომ სამსახურში პრობლემები არ შექმნოდა, დაგვიანების გამო, პოლიციაში ყალბი საჩივარი შეიტანა, ვითომ გაძარცვეს.

როგორც ირკვევა, 27 წლის ქალმა სამსახურში რამდენიმე საათით დაიგვიანა და პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომ ტაქსი აიყვანა, რათა იქამდე მისულიყო, თუმცა, ტაქსის მძღოლმა გაძარცვა, ჩანთა წაართვა, სადაც 200 ევრო ედო და შუა გზაში მიატოვა.

გამოძიება მაშინვე დაიწყო, რადგან ის აღწერდა დეტალებს, რომლებიც პოლიციის ოფიცრებში ეჭვს აღძრავდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ არ ემთხვეოდა, პოლიციის მხრიდან რამდენიმე ხნიანი საუბრის შემდეგ მან აღიარა, რომ ცრუ ჩვენება მისცა და არავის გაუძარცვია.

ახალგაზრდა ქალს ახლა ცრუ ჩვენების მიცემა ედება ბრალად.

onalem

ტესტ