fbpx
საბერძნეთი

“კამერა და ფსიქოგრაფიული ტესტი ყველა პოლიციელს” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ პარლამენტში განაცხადა, რომ პოლიციის ყველა ოფიცერს კამერა დაუმაგრდება და ამავე დროს გაივლიან ფსიქოგრაფიულ ტესტს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები პოლიციის მხრიდან. ფსიქოგრაფიული ტესტები იძლევა ძალადობრივი სახის ქცევის დიაგნოზირების საშუალებას.

რაც შეეხება კამერებს, ცხადია, ისინი დაუმაგრდება თითოეულ ოფიცერს და ექნებათ ვალდებულება ჩართული ჰქონდეთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რათა აღბეჭდილ იქნას მათი ქმედებები და ნებისმიერი ეპიზოდის შესახებ არსებობდეს აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია.

პრემიერმა პირობა დადო, რომ სამოქალაქო დაცვის სამინისტრო სულ მალე წარუდგენს პარლამენტს კანონპროექტს და ასევე, შეიქმნება სპეციალური აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 100 კაცისგან იქნება შემდგარი და ექნება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების გამოძიებასა და მათთან გამკლავებასთან დაკავშირებით.

მიცოტაკიმ ისიც აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ გლობალური პრობლემაა და კონკრეტულად ბერძნებს მსგავსი შემთხვევები არ აქვთ ძალიან ბევრი.

ცხადია, მეორეს მხრივ, ბოდიში მოუხადა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ოფიცრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაძლიერდება კონტროლის მექანიზმი.

onalem

ტესტ