fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი გადასახადების ზრდის კუთხით მსოფლიო ჩემპიონია!

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, 2007-2017 წლებში საბერძნეთი გადასახადების ზრდის კუთხით მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გადასახადები 8.2%-ითაა გაზრდილი. ამავე პერიოდში, მშპ-ს საგადასახადო შემოსავალმა 32%-დან 39.4%-მდე მოიმატა.

1965-2017 წლების “შემოსავლების სტატისტიკის” მიხედვით, 1965 წელს საბერძნეთი ერთ-ერთი იყო იმ სამი ქვეყნიდან, რომელთაც ყველაზე დაბალი საგადასახადო ტარიფები ჰქონდათ დაწესებული.

1990 წელს, შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი 25.2%-ს გაუტოლდა, 2000 წელს კი, 33.8%-მდე გაიზარდა და გაუსწრო მსოფლიო მაჩვენებელს, რომელიც იმ დროისთვის, 33.4%-ს შეადგენდა.

2012 წელს საბერძნეთის საგადასახადო შემოსავლებმა 35.5%-ს მიაღწია. 2014-დან 2017 წლამდე კი, მაჩვენებელი სტაბილური დარჩა და არ შეცვლილა. თუმცა, 2017 წელს საგრძნობი მატება დაფიქსირდა და მან მშპ-ს 39.4% შეადგინა.

არაპირდაპირი გადასახადები მნიშვნელოვან როლს ასრულებს  მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირებაში. მხოლოდ 2017 წელს, საქონლის და მომსახურების გადასახადებმა მშპ-ს 15.4% შეადგინა.

საბერძნეთის საგადასახადო შემოსავლები ევროპის ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს აღემატება, როგორიცაა გერმანია (26.2%), საფრანგეთი (24.4%) და ნიდერლანდები (29.1%).

onalem

ტესტ