fbpx
საბერძნეთი

უჩვეულო შემთხვევა ტრიპოლში: 21 წლის ბერძენი ნაგვის ურნის მოპარვას ცდილობდა

ტრიპოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საზოგადოება თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ყველაზე უჩვეულო ქურდობის მოწმე გახდა.

ირკვევა, რომ გასულ ორშაბათს, შუადღის საათებში ხალხმა შენიშნა, რომ 21 წლის ბიჭი, საბერძნეთის მოქალაქე, ნაგვის ურნის მოპარვას ცდილობდა.

საუბარია ლურჯ ურნაზე, რომელშიც ისეთ ნივთებს ყრიან, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელია. როგორც მედია იუწყება, ახალგაზრდა რამდენიმე ხანში დააკავა პოლიციამ, თუმცა, კითხვაზე, თუ რატომ მოიპარა ნაგვის ურნა, პასუხი არ გაუცია.

მას საზოგადოებრივი ქონების მოპარვის მცდელობისთვის წაუყენეს ბრალი.

onalem

ტესტ