fbpx
საბერძნეთი

ემიგრანტი მამაკაცი სამსახურში სისტემატიურად ქურდობდა, საჩივრის შეტანის შემდეგ კი, დამსაქმებლებიც დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იოანინაში მოხდა, სადაც ემიგრანტი მამაკაცი ერთ-ერთ დაწესებულებაში დაასაქმეს. სულ მალე მეპატრონემ აღმოაჩინა, რომ მამაკაცი მარტიდან მოყოლებული სისტემატიურად ძარცვავდა და პოლიციაში განაცხადა.

საქმის მასალების მიხედვით, მან მარტის თვეში 700 ევრო მოიპარა, შემდეგ კი 350-50 ევრო ამოიღო  მენეჯერის ჩანთიდან. როდესაც აღნიშნული დაწესებულების მეპატრონემ პოლიციაში განაცხადა, რომ თანამშრომელი ქურდავდა, გაირკვა, რომ მამაკაცი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა, არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია და ცხადია, სამსახურშიც უკანონოდ იყო აყვანილი.

გარდა იმისა, რომ დააკავეს თავად არალეგალი ემიგრანტი, საქმე აღიძრა მენეჯერისა და დაწესებულების მფლობელის წინააღმდეგაც, თანამშრომლის არაოფიციალურად საქმებისთვის.

onalem

ტესტ