fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტელეწამყვანი კონსტანტინოს აგელიდისი ავარიაში სერიოზულად დაშავდა

ცნობილი ტელეწამყვანი კონსტანტინოს აგელიდისი ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ცნობილია, აგელიდისს ავარია კვირას ღამით შეემთხვა, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. ის თავის მეგობრებთან ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, გლიფადაში იყო და შობას აღნიშნავდა. ხოლო უკან დაბრუნებისას გაურკვეველი მიზეზების გამო ავტობუსს დაეჯახა.

ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ასკლეპიოს საავადმყოფოში, სადაც თავზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ოჯახი და მეგობრები მის გვერდით არიან.

onalem

ტესტ