fbpx
საბერძნეთი

“მწველი ზაფხული გველის, მოვლენები, რომელთაც 2050 წელს ველოდით, ახლა ვითარდება” – ექსპერტთა შეფასებები 2024 წლის ზაფხულთან დაკავშირებით

გამომდინარე იქიდან, რომ ამინდის პირობები საკმაოდ უჩვეულოა და კლიმატური კრიზისის შედეგები უფრო და უფრო აშკარა ხდება, ექსპერტები საუბრობენ მოსალოდნელ მოვლენებზე, რომლებიც არც თუ ისე ოპტიმისტურად გამოიყურება.

როგორც ატმოსფერული ფიზიკის პროფესორმა, ხრისტოს ზერეფოსმა Action 24-თან განაცხადა, ამ ზაფხულს მაღალი ტემპერატურა იქნება და ხანძრის გაჩენისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაფხულის გამო, მაღალი ტემპერატურა გვქონდა და წვიმის დეფიტიცი, რაც ნიშნავს, რომ ნიადაგი ძალიან არის გამომშრალი და ფარდობითი ტენიანობა 10%-ზე დაბალია. ეს გრძელვადიანი, სეზონური პროგნოზები დასაწყისშია, მაგრამ ათენის აკადემიაში ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ გლობალური კლიმატის ტენდენციები. ეს არის ბუნება, რომელიც პასუხობს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ”- ხაზგასმით აღნიშნა მან.

“ჩვენ ველოდით, რომ ის, რასაც ახლა ვხედავთ, გვენახა დაახლოებით 2050 წლის შემდეგ, რომელიც გარდამტეხი ათწლეულია, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენები გაცილებით ადრე იწყება და მწველი ზაფხული გველის. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არავინ იცის, რის გამო გვაქვს დიდი დესტაბილიზაცია ზღვებში, ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში,” ამბობს ხრისტოს ზერეფოსი.

ექსპერტის განცხადებით, მთელი ხმელთაშუა ზღვა განიცდის კლიმატურ ცვლილებებს, მაგრამ ასევე “გვიტოვებს” იმედს, რომ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა, თუკი შესაბამის ზომებს მივიღებთ.

onalem

ტესტ