fbpx
ფინანსები

საბერძნეთში მიმდინარე თვიდან ხელფასები იმატებს, ხოლო მინიმალური ხელფასი აპრილიდან გაიზრდება

როგორც უკვე ცნობილია, კონკრეტული ცვლილებები შევიდა როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის კანონმდებლობაში. ცვლილებების მიხედვით, ხელფასები იმატებს მათთვის ვინც საჯარო სექტორში მუშაობს და ასევე, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2012 წლამდე აქვთ მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სტაჟი.

კერძოდ, დასაქმებულებს, რომელთაც აქვთ 2012 წლამდე მუშაობის სტაჟი 3 წელი მინიმუმ, მიიღებენ 10%-იან ზრდას ხელფასზე, თუ აქვთ 6 წლიანი (ანუ ორჯერ სამი წელი) მიიღებენ შესაბამისად, 20%-იან ზრდას, ხოლო ვისაც აქვს 9 წლიანი სტაჟი 2012 წლამდე, მიიღებენ 30%-იან ზრდას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ოფიციალურად გატარებული სისტემაში და ჩანდეს ნამუშევარი ენსიმების/ერგოსიმოების რაოდენობა.

ამას გარდა, შრომის მინისტრის განცხადებით, მინიმალური ხელფასი მოიმატებს 2024 წლის აპრილიდან ან მაისიდან და ეს უკვე მეოთხე ზრდა იქნება.

onalem

ტესტ