fbpx
საბერძნეთიფინანსები

საბერძნეთი: საგადასახადო დეკლარაციების სისტემა უახლოეს საათებში იხსნება

საბერძნეთში საგადასახადო დეკლარაციების სისტემა უახლოეს საათებში გაიხსნება. ამის შესახებ თავად ფინანსთა მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურასმა ტელეკომპანია ΑΝΤ1-თან განაცხადა. ამრიგად, Taxisnet სულ მალე გაიხსნება და დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი საკუთარი დეკლარაციის დაფიქსირებას შეძლებს.

“ΑΑΔΕ მზად არის პლატფორმის გასახსნელად, რათა დაიწყოს დეკლარაციების წარდგენის პროცესი. ისინი, ვინც დეკლარაციას დააფიქსირებენ 27 ივლისამდე, შეძლებენ საშემოსავლო გადასახადი გადაიხადონ 8 ეტაპად,” აცხადებს სტაიკურასი.

შეგახსენებთ, რომ საშემოსავლო დეკლარაციის (ფოროლოგიკი დილოსი) წარსადგენად საჭიროა გქონდეთ კლიდარითმო და შესაბამისი კოდები, რათა შეხვიდეთ Taxisnet-ის სისტემაში.

დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს ადვოკატს ან ბუღალტერს.

 

onalem

ტესტ