fbpx
კატეგორიის გარეშესაბერძნეთი

“მემუქრება, რომ თუ ჩვენს შვილებს ავცრი, დაგვხოცავს” – რას ჰყვება ქალი, რომელმაც ვიზიტი ქმრისგან მალულად დანიშნა

ბერძნულ მედიასთან საუბრობს ქალბატონი, რომელიც ჰყვება, თუ რამდენად გართულდა მათი ოჯახური ცხოვრება მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო.

საუბარია ცოლ-ქმარზე, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, 5 და 7 წლის. ქალი სრულად ვაქცინირებულია, მამაკაცი კი აცრის სასტიკი მოწინააღმდეგე.

მისი თქმით, ვინაიდან პლატფორმა ბავშვების ვაქცინაციისთვისაც გაიხსნა, ვიზიტები ქმრისგან მალულად დანიშნა, რადგან თუ ამას შეიტყობს, მისი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება.

ქალი ჰყვება, რომ მისი მეუღლე ვაქცინაციის სასტიკი მოწინააღმდეგეა და საკუთარ დედასაც აუკრძალა აცრა, ისევე როგორც საკუთარ შვილებს და მათ გადაჭრით უთხრა, რომ თუ აიცრებიან, დახოცავს. აქედან გამომდინარე მისი დედამთილიც აპირებს, რომ შვილისგან მალულად აიცრას, ვინაიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება.

“მას სჯერა, რომ ვისაც ღმერთის სწამს, ისინი გადარჩებიან და ვინც ავიცრებით, ყველა დავიხოცებით. 29-ში დავნიშნე ვიზიტები და სწორედ ეს იქნება თარიღი, როცა მას ვეტყვი, რომ ბავშვებს ვცრი. ვიცი, რომ მისი რეაქცია უკიდურესი იქნება, მინდა კანონი მიცავდეს და მეუბნებოდეს, რომ როგორც დედას, მაქვს უფლება ავცრა ჩემი შვილები” – ამბობს ქალი.

onalem

ტესტ