fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სკანდალი ტელეკომპანია ERT-ის ჟურნალისტის სიტყვების გამო, რომელმაც თქვა, რომ საბერძნეთში ხანძრებს ადამიანები არ შეეწირნენ

საბერძნეთში სკანდალი და დიდი გამოხმაურება გამოიწვია ტელეკომპანია ERT-ის ჟურნალისტის, ალექსანდრა დუვარას განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე ხანძრების დროს ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლეს არ გლოვობენ.

უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტმა თქვა, რომ “გარდა იმ მიგრანტებისა, რომლებიც დაიღუპნენ დადიას ტყეში, საბერძნეთში ხანძრების შედეგად დაღუპულებს არ გლოვობენ და ეს ერთადერთი დადებითი რამაა არსებულ მდგომარეობაში.”

ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა და დუვარას რასიზმში, მიგრანტების სიცოცხლის მნიშვნელობის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ, ამას გარდა, განცხადება გაავრცელა ოპოზიციურმა პარტიამ, ΣΥΡΙΖΑ-მაც, რომელშიც აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე ერთნაირად მნიშვნელოვანია და სულ მცირე, რაც ამ არხმა და კონკრეტულმა ჟურნალისტმა უნდა გააკეთოს, ეს საჯაროდ ბოდიშის მოხდაა.

თავად დუვარა ამბობს, რომ ის არ განასხვავებს ბერძნებსა და მიგრანტებს, არ განარჩევს სიცოცხლეებს წარმოშობის მიხედვით, არამედ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ევაკუაციების დროს არ დაფიქსირებულა გარდაცვალების არცერთი შემთხვევა, მეორეს მხრივ, კი, დასძინა, რომ განცხადებაში აღნიშნული ჰყავდა 18 მიგრანტი, რომელიც ტყეში დაიღუპა, შესაბამისად, თვლის, რომ მისი სიტყვები ყველამ თავისი ინტერესების შესაბამისად გაიგო და გამოიყენა.

 

onalem

ტესტ