fbpx
კატეგორიის გარეშე

ბერძენმა ქალმა ეკლესიაში საკუთარი მოძღვარი სცემა, რადგან ხალხს პირადობის ახალი მოწმობების აღება არ აუკრძალა

დაუჯერებელი შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, ევიაში, კერძოდ, ფსახნას ტერიტორიაზე მოხდა. 42 წლის ქალმა, რომელიც ადგილობრივი ეკლესიის მრევლია, თავისი მოძღვარი სცემა, რადგან სასულიერო პირმა არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია საბერძნეთში პირადობის ახალი მოწმობების გაცემის თაობაზე.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად მან მოძღვარს მხოლოდ მოსაზრება ჰკითხა, თუმცა, შემდეგ უთხრა, რომ მრევლისთვის უნდა აეკრძალა ახალი მოწმობების აღება. ჩანს, რომ ის კონსპირაციული თეორიების მომხრეა, რომელთა თანახმადაც ახალი მოწმობები ჩიპს შეიცავს ან ეს თავად ადამიანებში ჩიპის ჩადგმის წინაპირობაა.

მღვდელმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ეკლესიას არ ეხება და შესაბამისად, შეუძლებელი და არასწორიც იყო, რომ რაიმე მოწოდება გაეკეთებინა ამ მხრივ, სწორედ ამ დროს ქალმა თავზე კონტროლი დაკარგა და 66 წლის მოძღვარს ფიზიკურად გაუსწორდა.

მოგვიანებით საქმეში ქალის მეუღლე ჩაერია, რომელიც ამავე ეკლესიაში მსახურობს და სიტუაცია გაანეიტრალა.

onalem

ტესტ