fbpx
საბერძნეთი

სულისშემძვრელი კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, ტყეში დამწვარი ემიგრანტების სიცოცხლის ბოლო წუთებს აღწერს

ტელეკომპანია ΑΝΤ-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის საშუალებით გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, იმ 18 ადამიანის, ემიგრანტის სიცოცხლის ბოლო წუთებს აღწერს, რომელიც დადიას ტყეში, ევროსის ტერიტორიაზე, ხანძარში დამწვარი იპოვეს.

ვიდეო ეკუთვნის იტალიელ აქტივისტს, რომელიც ასევე აქტიურად აშუქებდა პილოს ტერიტორიაზე გემის ჩაძირვის შედეგად მიგრანტების დაღუპვის თემას. ის ფეისბუქ-პოსტში წერს, რომ ვიდეო გადაღებულია თავად დაღუპულების მიერ, სავარაუდოდ, როცა მომაკვდინებელი ხანძრისგან გაქცევას ცდილობდნენ.

კადრებში აღბეჭდილია, როგორ ეძებენ გასასვლელს, ასევე, ისმის, როგორ ამბობენ, რომ ცეცხლი ძალიან დიდია და მომწყვდეულები არიან… ისმის ლოცვაც, რადგან როგორც ჩანს, ეს უკვე ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ.

onalem

ტესტ