fbpx
კატეგორიის გარეშე

ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხე საბერძნეთში – მხოლოდ ვულიაღმენსა და ვარიში მეხი 270-ჯერ ჩამოვარდა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 26 აგვისტოს, ატიკისა და ევიას ტერიტორიებზე ფიქსირდება მეხის ჩამოვარდნის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა. პარალელურად, არსებობს საფრთხეები, რომ ეს მეხი იქვევა უკონტროლო ხანძრად, რადგან ბევრ რეგიონში საკმაოდ ძლიერია ქარიც. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა ანდროსზე, სადაც მეხის ჩამოვარდნა ხანძრის გაჩენით დასრულდა და ამ დროისთვის გვაქვს ორი კერა.

მიმდინარე მოვლენებს უწოდეს “მშრალი უამინდობა”, რადგან გვაქვს მეხის ჩამოვარდნის შემთხვევები, მაგრამ ნალექის გარეშე.

როგორც ირკვევა, მხოლოდ ვარისა და ვულიაღმენის ტერიტორიებზე 1 საათში 270-ჯერ ჩამოვარდა მეხი. ატიკის რეგიონში სწორედ აქედან გამომდინარე მობილიზებულია სახანძრო სამსახური, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სწრაფი პრევენცია.

onalem

ტესტ