fbpx
კატეგორიის გარეშე

საზარელი მკვლელობა ათენში: ალბანელმა 32 წლის მეუღლე დანით სასიკვდილოდ დაჭრა და პოლიციაში თავად განაცხადა

დაფნიში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. კაროლაინისა და გარიფალიას შემდეგ, ეს კიდევ ერთი შოკია საბერძნეთისთვის, რადგან ქმრის პათოლოგიურ ეჭვიანობას კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა, 11 წლის ბიჭი კი, ფაქტობრივად, ობლად დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ალბანელმა საკუთარი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მას დანით ისეთი ჭრილობები მიაყენა, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. დამნაშავე შემდეგ თავად წავიდა პოლიციის განყოფილებაში და საკუთარი ნამოქმედარის შესახებ განაცხადა.

გარდაცვლილი ქალი, 32 წლის ანა, ქმრისგან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და ერთხელ ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციაც გამოიძახა. ირკვევა, რომ სამართალდამცველები უბრალოდ კორპუსის ეზოში მივიდნენ, მანქანიდან არავინ გადმოვიდა და არც იმით დაინტერესებულან თუ რა იყო მათი გამოძახების მიზეზი. ეს მოხდა დაახლოებით 20 დღის წინ, ახლა კი ქალი უკვე გარდაცვლილია, რადგან არავინ მიიღო შესაბამისი ზომები.

მეზობელი ქალი იმასაც ამბობს, რომ ყვირილის ხმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრეც გაიგო, ანამ ორჯერ დაიყვირა, რომ ეშველათ მისთვის, თუმცა, მისი ხმა სწრაფად შეწყდა, მას შემდეგ კი, გარდაცვლილი ნახეს.

onalem

ტესტ