fbpx
კატეგორიის გარეშე

უსინათლო გოგონას დაუჯერებელი ისტორია, რომელმაც 10 წელი გალიაში გაატარა

ფოტოები ვრცელდება ბერძნული გაზეთის”Έθνος”- ის მიერ და გადაღებულია საბერძნეთში, კერძოდ, ილიასში მდებარე უნარშეზღუდულ ბავშვთა ცენტრში. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ვერ ხედავენ, ბავშვები დაუნის სინდრომით, აუტიზმის დიაგნოზით, რომლებსაც სიარული არ შეუძლიათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ფიზიკური ავადმყოფობის გამოა, არამედ იმიტომ, რომ ისინი წლების მანძილზე გალიაში ისხდნენ და უბრალოდ, ვერასოდეს ისწავლეს, თუ როგორ იარონ… ეს ყველაფერი ნამდვილი შოკია…

გოგონა, რომელიც ფოტოებზე ჩანს, ახლა უკვე 18 წლის არის და მხოლოდ 2 წლის წინ გაიგო, რომ სახელი აქვს. მას მხედველობა დაქვეითებული აქვს და ამ გალიაში უკვე 10 წელია ცხოვრობს.

ილიასის ბავშვებზე ზრუნვის ცენტრმა გადაწყვიტა სიტუაციაში შეძლებისდაგვარად ჩარეულიყო და მასთან მუშაობა დაიწყეს. დღეს ის უკვე აანალიზებს, რომ აქვს სახელი და ცხოვრებაში პირველად ამბობს რამდენიმე სიტყვას.

ცხადია, რომ გოგონა არ არის ერთადერთი ასეთი ისტორიით, მის გარდა ცენტრში კიდევ ათობით ბავშვია სხვადასხვა გონებრივი დარღვევებით.

როგორც უცხოური პრესა იუწყება, ცენტრს სურს გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ ხარჯები მეტისმეტად დიდია.

ბავშვები იმდენად მიჩვეულები არიან ხის გალიებში ცხოვრებას, რომ როცა ისინი გარეთ გამოჰყავთ, ექთნებს ეხუტებიან, აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებიან და შემდეგ უკან, სრულიად უყოყმანოდ ბრუნდებიან.

როგორც პორტუგალიელი ფსიქოლოგი ამბობს, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ევროპულ სახელმწიფოში მსგავსი რამ იარსებებდა. აღნიშნული თემა მრავალი წელია უცხოური მედიის განხილვის საგანიც არის.

იხილეთ ფოტოები:

 

onalem

ტესტ