fbpx
კატეგორიის გარეშე

ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად სპეცრეისები დაინიშნა – განრიგი

ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად სპეცრეისები დაინიშნა. განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში სპეცრეისებს ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • 13 ივლისი – ვარშავა,
  • 15 ივლისი – ბარსელონა,
  • 17 ივლისი – რომი,
  • 22 ივლისი – პარიზი,
  • 28 ივლისი – ათენი.

“ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა” – აცხადებს საქართველოს მთავრობა.