საქართველოში უმუშევრობა… შემცირდა! (ემიგრაციის ზრდის ხარჯზე)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა.
უწყების ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით.
საქსტატში აცხადებენ, რომ 2019 წლის მესამე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ამასთან, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 71.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი თითქმის თანაბრად არის შემცირებული როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად, 1.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით. 2019 წლის მესამე კვარტალში როგორც ქალების, ისე კაცების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ასევე იხილეთ
- ემიგრანტების მიერ საქართველოში გაგზავნილი თანხის რაოდენობა 35,85%-ით არის შემცირებული
- ტურიზმის ზენიტი საბერძნეთში - ქვეყანას ამ დრომდე უკვე 1,5 მილიონი ტურისტი ეწვია
- რეგიონები, სადაც მომდევნო ორი დღის მანძილზე უხვი ნალექია მოსალოდნელი - ბერძენი სინოპტიკოსების პროგნოზი
- 33 გრადუსის შემდეგ ტემპერატურის 16 გრადუსით ვარდნა და წვიმიანი აღდგომა საბერძნეთში
- აფრიკული მტვერი, ტალახიანი წვიმა და 35 გრადუსი - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში
- ამინდის გაუარესების ორი ფაზა საბერძნეთში: "შემდეგ დღეებში სიფრთხილე იქნება საჭირო"
- PayLink Western Union: ფულადი გზავნილი საქართველოში, ტელეფონის ზარის საშუალებით!
- ხვალ საბერძნეთში აფრიკული მტვერი კიდევ უფრო ინტენსიური ხდება - როდის უნდა ველოდოთ ჰაერის გაწმენდას?!
- რამდენიმე საათში საბერძნეთში საგანგებო პროგნოზი გამოიცემა - წვიმა, სეტყვა და ქარი
- ხვალ საპროტესტო აქციები ათენში, გართულებული გადაადგილება და ტრანსპორტის გაფიცვა
- დილის საათებში ტემპერატურამ უკვე 33 გრადუსს მიაღწია - ხვალიდან აფრიკული მტვერი საბერძნეთს დატოვებს
- თესალონიკსა და თესალიაში 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაიგზავნა