fbpx
საბერძნეთი

სერიოზული ინციდენტი სკიათოს აეროპორტთან: მძიმედ დაშავდა 61 წლის ქალბატონი

Skiathoslife.gr-ის მიერ ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ მოხდა ინციდენტი სკიათოს აეროპორტში, რომელსაც 61 წლის ბრიტანელი ქალის სერიოზულად დაშავება მოჰყვა.

როგორც ირკვევა, ტურისტი ქალბატონი აეროპორტთან იდგა, ისევე როგორც სხვა ტურისტები და ადგილობრივები, რომლებიც იქ თვითმფრინავების დაშვება-აფრენას უყურებენ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ახლოს ხდება სანაპიროსთან. ჩანს, რომ ბრიტანელი რამდენიმე მეტრში დგას ზუსტად თვითმფრინავის ძრავის გასწვრივ და იქიდან გამომავალი ჰაერის ძლიერი ტალღის გამო ძირს ეცემა, შემდეგ კი გორდება და სერიოზულ დაზიანებებს იღებს.

ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ თავის ტვინის ტრამვები მიიღო, თავად აეროპორტის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ინციდენტი აეროპორტს გარეთ მოხდა და ისინი იცავენ უსაფრთხოების ყველა ზომას.

ამას გარდა, ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ რა საფრთხეებს შეიცავს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა და ამისთვის განთავსებულია საინფორმაციო ბანერიც.

onalem

ტესტ