fbpx
საბერძნეთი

ათენი: მძღოლის ემიგრანტ მამაკაცზე რასისტული თავდასხმის საქმე კომისიას გადასცეს

როგორც უკვე ცნობილია, ათენის ერთ-ერთ ავტობუსში მძღოლმა ემიგრანტი მამაკაცი აიძულა სკამიდან ამდგარიყო, რომ სხვა ქალბატონი დამჯდარიყო. როგორც Protothema.gr წერს, ქალი ბერძენია.

ვიდეო დიდი სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში და მძღოლის ქმედებას რასისტული თავდასხმა უწოდეს.

როგორც სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, აღნიშნული მამაკაცის ქმედება არანაირად არ შეესაბამება კომპანიის მთავარ ღირებულებებს და მაქსიმალურად გმობენ მომხდარს.

ირკვევა, რომ მძღოლის მიერ განხორციელებლი რასისტული თავდასხმის საქმე კონტროლის კომისიას გადაეგზავნა განსახილველად, სადაც მამაკაცს პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

onalem

ტესტ