fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი კადრები სააპელაციო სასამართლოდან: ნაცისტური მისალმება და ტაში “ოქროს განთიადის” წევრებს

წარმოუდგენელია, მაგრამ იმ ქვეყნის სასამართლოში, რომელიც დემოკრატიის აკვნად ითვლება და მოიხსენიება, სააპელაციო პროცესზე იკრიბება ხალხი, რომელიც ნაცისტური ჟესტებით ეგებება კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელებს.

რაზე ვსაუბრობთ?!

საუბარია “ოქროს განთიადის” ანუ კრიმინალურ ორგანზიაციად გამოცხადებული დაჯგუფების ხელმძღვანელების, ილიას კასიდიარისა და იოანის ლაგოსზე, რომლებიც დღეს წარდგნენ სააპელაციო სასამართლოში. პროცესზე დაახლოებით 30-მა ადამიანმა მოიყარა თავი, ესენი მათი მხარდამჭერები იყვნენ, რომლებიც ნაცისტური ჟესტით და ტაშით მიესალმნენ მათ და ხმამაღლა ყვიროდნენ: “ილია, დაიმახსოვრე. ჩვენ შენთან ვართ!”

თავის მხრივ, კასიდიარი კმაყოფილი ჩანდა მომხრეთა აქტიურობით და ეს კადრებშიც კარგად ჩანს:

onalem

ტესტ