fbpx
პოლიტიკა

ფლოტის დიდი ნაწილი ეგეოსის ზღვაში გავიდა – საბერძნეთის პასუხი თურქულ პროვოკაციებს

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის საზღვაო ფლოტის ხომალდების დიდი ნაწილი ეგეოსის ზღვაში გავიდა. როგორც ირკვევა, ეს არის პასუხი თურქეთის ბოლო დროინდელ პროვოკაციებზე, რათა ქვეყანამ მზადყოფნა აჩვენოს გამოწვევების წინაშე.

როგორც ირკვევა, სამხედრო ფლოტის ხომალდების მობილიზება ნებისმიერ შემთხვევაში იგეგმებოდა და ეს წვრთნების ჩატარების ნაწილი იყო, თუმცა, მეორეს მხრივ, ბერძნული მხარე აცხადებს, რომ ეს არის მკაცრი გზავნილი ანკარას მისამართით, რომ საბერძნეთი აბსოლუტურად მზად არის მათ ყველა პროვოკაციას გაუმკლავდეს და ეს ყველაფერი უკვე ფაქტებით დასტურდება.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თურქეთი თავისი პროვოკაციებით ცდილობს ორმაგი კრიზისი შექმნას, ერთის მხრივ, საბერძნეთთან, ხოლო მეორეს მხრივ, კვიპროსთან მიმართებაში. ამავე დროს, პენტაგონი (აშშ-ს სამხედრო უწყება) ცდილობს გაშიფროს ანკარას ამბიციები ამ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აქტიურად ადევნებს თვალს და აფასებს არა მხოლოდ თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებებს, არამედ ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური მოქმედებების ტაქტიკურ ნაბიჯებს.

 

onalem

ტესტ