fbpx
პოლიტიკა

“ბერძნებისთვის კარი დახურული გვაქვს! შეუძლია ნატოს თურქეთისნაირი ძალის დაკარგვა?!” – ერდოღანი

საბერძნეთის საწინააღმდეგო საშიში რიტორიკა თურქეთის პრეზიდენტმა ესპანეთში, ნატოს სამიტზე გამგზავრებისას ჟურნალისტებთან კვლავ გაიმეორა. ერდოღანმა კიდევ ერთხელ ცალსახად აღნიშნა, რომ მათი ქვეყნის კარი საბერძნეთისთვის დაკეტილია.

“არ არის შესაძლებელი ბატონ მიცოტაკისთან შეხვედრა გავმართო. ჩვენ მაღალი დონის სტრატეგიული შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მე ის გავაუქმე. ეს აღარ არის შესაძლებელი. დასრულებულია! ჩვენ კარი უკვე დახურული გვაქვს, ამის შემდეგ თავად შეიკრიბონ.

ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა თურქეთია. ის არის ფუფუნება. განა შეუძლია ნატოს დაკარგოს თურქეთისნაირი ძალა?! თურქეთი თავის ძალებს ნატოსთვის მუდმივად იყენებს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ შეურიგებელ კურსს გავყვეთ,” განაცხადა ერდოღანმა.

onalem

ტესტ