fbpx
საბერძნეთი

“ტურისტები საბერძნეთში დაბრუნდნენ, მაგრამ მომსახურე პერსონალი არ არსებობს” – Politico

Politico საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის საბერძნეთში არსებულ მდგომარეობას და ტურისტულ სეზონს, რომელიც 2022 წელს საკმაოდ უცნაურია. რა იგულისხმება უცნაურობაში?!

როგორც სტატიაშია აღნიშნული ორწლიანი პანდემიის შემდეგ საბერძნეთში ტურიზმი კვლავ უკიდურესად გააქტიურდა და ეს ქვეყანა კვლავ იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სასურველ დანიშნულების ადგილად, მაგრამ გაჩნდა მეორე პრობლემა, რასაც იმ პერსონალის ნაკლებობა ჰქვია, რომელიც ტურისტებს ემსახურება.

250.000 სამუშაო ადგილიდან, რომელიც ტურიზმის სფეროში არსებობს, ამ დროისთვის 50.000 კვლავ შეუვსებელი რჩება. Politico წერს, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა აპრილის თვეში საბერძნეთში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო მთელ ევროპაში, 36,8%.

თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად აღნიშნულია, რომ მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ პანდემიის გამო საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რადგან უმუშევარი დარჩა და ამ დრომდე არ დაბრუნებულან. Politico-ს მოჰყავს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის, ვასილის კიკილიას განცხადებაც, რომელიც აღნიშნავს, რომ როდესაც პანდემიის გამო ბევრი ბიზნეს დაწესებულება დაიხურა, მომსახურე პერსონალმა სხვა სექტორებში გადაინაცვლა, სამსახურის საჭიროების გამო, შესაბამისად, ახლა ტურიზმის სფერო გარკვეულ კრიზისს განიცდის, ამ მხრივ.

ამრიგად, საბერძნეთში ტურისტების ზღვა მოდის, მაგრამ არ არიან საკმარისი რაოდენობის ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ აღნიშნულ სექტორში, სასტუმროებსა და კვების ობიექტებში.

onalem

ტესტ