fbpx
საზოგადოება

კირიაკოს მიცოტაკი ირანელ ბიჭს დაუკავშირდა, წარმატება მიულოცა და პრემიერის სასახლეში მიიწვია

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ჯერ კიდევ მადრიდში შეიტყო ირანელი ბიჭის წარმატების შესახებ, რომელსაც მან ეროვნულ გამოცდებში მიაღწია. პრემიერი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა კუროსს და პირადად მიულოცა ეს დიდი მიღწევა.

როგორც ირკვევა, მიცოტაკიმ ემიგრანტი ბიჭი თავის სასახლეშიც მიიწვია, რომელსაც ის მომდევნო კვირას ესტუმრება.

ბიჭი ოჯახთან ერთად საბერძნეთში სულ რაღაც 3 წლის წინ ჩამოვიდა, რადგან მისი მამა ირანში თეოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგი იყო და მათი შევიწროვება ხდებოდა. მათ ურთულესი გამოიარეს საბერძნეთში ემიგრანტობამდე და ახლა კუროსი ბერძნულად სუფთად საუბრობს, ჰყავს მეგობრები და მასწავლებლები, რომლებიც მხარს უჭერენ და როგორც ვხედავთ, პრემიერისგან პირადი ზარიც კი დაიმსახურა.

მომდევნო კვირას უნიჭიერეს კუროსს ათენში, მიცოტაკის ოფისში ვიხილავთ.

onalem

ტესტ