fbpx
საზოგადოება

20 წლის ალბანელი, რომელსაც ბრალად 4 თვის შვილზე ძალადობა ედება, 2.000 ევროიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

4 თვის გოგონა, რომელიც არსებული ინფორმაციით, მამისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. როგორც ჩანს, გოგონას ხვალ გაწერენ რეანიმაციული განყოფილებიდან.

20 წლის ალბანელი მამაკაცი, რომელიც აღნიშნული ბრალდებით იყო დაკავებული, გაათავისუფლეს გარკვეული პირობებით, ვინაიდან 2,000 ევროს ოდენობით გირაოს შეიტანს. ამას გარდა, ვალდებული იქნება, რომ თვეში ორჯერ გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში.

ბავშვს მთელ სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ასევე თავის არეში. როგორც მამაკაცი აცხადებს, ეს უბრალოდ “ცუდი მომენტი” იყო, ვინაიდან არ იცოდა, როგორ გამკლავებოდა ბავშვის ტირილს და ძლიერად შეანჯღრია, რომ გაჩუმებულიყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცს ექნება უფლება ნახოს ბავშვი, ვიდრე სასამართლო პროცესი შედგება.

onalem

ტესტ