fbpx
საბერძნეთი

დომნა მიხალიდუს ინიციატივით ათენის ცენტრში უკრაინელი ლტოლვილებისთვის სპეციალური საცხოვრებელი გაიხსნა

ათენის ცენტრში, მიხაილ ვოდას 143 ნომერში, გაიხსნა სპეციალური საცხოვრებელი, რომელიც კონკრეტულად უკრაინელი ლტოლვილებისთვის არის განკუთვნილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით. გახსნის ცერემონიას შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილე, დომნა მიხალიდუ დაესწრო.

საცხოვრებელი 370 კვადრატული მეტრია და ახლადგარემონტებულ გარემოში 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასოციაციამ «Μαζί για το Παιδί» სრულად უზრუნველყო უკრაინელი ბავშვებისა და მათი დედების განსახლებისა და მოვლის ხარჯები, აქ შედის არა მხოლოდ ელემენტარული პირობები, არამედ ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია თარჯიმნების, ფსიქოლოგების, ექიმების სერვისებზე წვდომასთან.

ინიციატივა დომნა მიხალიდუს ეკუთვნის და მისი მიზანია უკრაინელი, ომს გამოვლილი დედებისა და მათი შვილების უსაფრთხო გარემოში მასპინძლობა და მათთვის ყველა საჭირო სერვისებზე წვდომის ხელშეწყობა.

ამ დრომდე საბერძნეთმა ომს გამოქცეული 19.000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

onalem

ტესტ