fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცი, რომელმაც 49 წლის ქალს სახეში მჟავა შეასხა, მისი ყოფილი მეუღლე აღმოჩნდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მესინიში 49 წლის ქალბატონს სახეში მწველი მჟავა შეასხა, მისივე ყოფილი მეუღლე აღმოჩნდა. ის პოლიციამ მას შემდეგ აიყვანა, რაც საავადმყოფოში მის მოსანახულებლად მივიდა, ისე, თითქოს, არაფერ შუაში ყოფილიყო და უბრალოდ ყურადღება გამოიჩინა.

თავდაპირველად მამაკაცი ყველაფერს უარყოფდა, თუმცა, პოლიციის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შედეგად, დანაშაული აღიარა. ირკვევა, რომ წყვილი 6 წლის წინ დაშორდა და ოთხი შვილი ჰყავთ. ჩადენილი დანაშაულის მოტივს დაკავებული არ ასახელებს.

როგორც ირკვევა, ქალი ადგილობრივ ქიმწმენდაში მუშაობდა და ის უკვე დაშავებულ მდგომარეობაში თავისმა უფროსმა იპოვა.

“თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მივედი ადგილზე და დასახმარებლად გავიქეცი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, პირსახოცით ცდილობდა, რომ სახიდან მწველი სითხე მოეშორებინა. ჩვენი მანქანით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. არასოდეს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა და პრობლემები ჰქონდა,” ამბობს მამაკაცი.

როგორც ექიმები აცხადებენ, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სერიოზული დამწვრობა აქვს მიღებული თვალის არეში (მესამე-მეოთხე ხარისხის) და არსებობს რისკი, რომ თვალი დაკარგოს. საჭიროა, პირველ ეტაპზე, მოხდეს დაკვირვება მის მდგომარეობაზე, შემდეგ კი, როდესაც გარკვეული დრო გავა, ექიმებს ეცოდინებათ, რა უნდა გაკეთდეს მის დასახმარებლად.

 

onalem

ტესტ