fbpx
საბერძნეთი

“შობისთვის პანდემიის აფეთქებას და დიდ ზეწოლას ველოდებით” – პროფესორი, ნიკოს კაპრაველოს

პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა და ექიმმა, ნიკოს კაპრაველომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა და განმარტა, რომ კორონავირუსის კიდევ ერთ ტალღა შობისთვის არის მოსალოდნელი.

“ძალიან გვეშინია, რომ შობის პერიოდში პანდემიის კიდევ ერთი აფეთქება გვექნება და დიდი ზეწოლა დაფიქსირდება ჯანდაცვის სისტემაზე. ოქტომბრის თვის შემდეგ, როდესაც ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს, ხალხმრავლობა, სკოლები, ტრანსპორტი, ეს ყველაფერი ისევ პრობლემებს შექმნის.

მინდა ისიც ვთქვა, რომ ვიღებ მუქარებს, რომ მომკლავენ. მემუქრებიან იმის გამო, რომ ვიბრძვი კორონავირუსის წინააღმდეგ, რადგან ჰგონიათ, რომ სატანურ ქმედებებს ვახორციელებ და ხალხს მოვუწოდებ, რომ ვაქცინა გაიკეთონ. 

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ კორონავირუსი არ გადადის მხოლოდ წვეთოვანი გზით, არამედ ჰაერითაც, რაც ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ხშირი დეზინფექცია, ყურადღება მიექცეს ჰაერის ხარისხს და ხშირად განიავდეს დახურული სივრცეები. 

უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს აუცრელ თანამოქალაქეებს, რადგან ისინი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგანან. ამ დროისთვის არ ვხვდებით შემთხვევებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები რეანიმაციაში ხვდებოდნენ დაინფიცირების შემდეგ,”აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ