fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირა სანაპიროებისთვის – ნახეთ, რამდენ გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეები საბერძნეთში განსაკუთრებით ცხელი იქნება. შაბათ-კვირას თამამად შეგვიძლია მივაშუროთ სანაპიროებს, ვინაიდან ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსსაც კი გადააჭარბებს.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ამინდის მსგავსი ცვლილება უკავშირდება აფრიკული ჰაერის მასების შემოჭრას, რაც ტემპერატურის მატებას და გარკვეული ოდენობის აფრიკული მტვერის საბერძნეთის ტერიტორიაზე გადმოტანას გამოიწვევს.

დღეს ათენში ჰაერი 37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხვალ, კვირა დღეს, დაფიქსირდება 35 გრადუსი. თბილი ამინდები იქნება მომდევნო კვირაშიც და ჰაერის ტემპერატურა როგორც ჩანს, 30 გრადუსს არ ჩამოსცდება.

 

onalem

ტესტ