fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცმა სასამართლოში ტელეფონი მოიპარა, როდესაც ქურდობისთვის ასამართლებდნენ

ლამიელი 45 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი კურიოზული აღმოჩნდა, რადგან როგორც ჩანს, ჩადენილ დანაშაულს არ ნანობს და ეს ფაქტობრივად, იქვე დაამტკიცა.

ირკვევა, რომ როდესაც სასამართლოს მუშაკი საქმეს იხილავდა, ლამიელმა ისარგებლა შემთხვევით და ქალს ტელეფონი მოპარა.

ფაქტობრივად, მან საკუთარი დანაშაულების განხილვის პროცესში კიდევ ერთი და თანაც იგივე სახის დანაშაული ჩაიდინა.

ქალი მალევე მიხვდა, რომ ტელეფონი აღარ ჰქონდა და პოლიციის ოფიცრებს დაუძახა. მათ ლამიელს მობილური აღმოუჩინეს და მის ბრალდებებს კიდევ ერთი მიემატა.

onalem

ტესტ