fbpx
საბერძნეთი

ამინდის რადიკალური ცვლილება საბერძნეთში – შაბათს 35 გრადუსი, შემდეგ კი, სახიფათო ქარიშხალი

კლეარხოს მარუსაკის პროგნოზით, საბერძნეთში მომდევნო დღეების მანძილზე ამინდი 180 გრადუსით შეიცვლება, ოქტომბრის თვე პირველი დღეს ზაფხულის ამინდით შემოვა, მაგრამ შემდეგ ქვეყანაში როგორც სინოპტიკოსი ამბობს, სახიფათო ქარიშხლები გველის.

არსებული ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა გამოიწვევს ძლიერი ქარიშხლების წარმოქმნას, რომელსაც თავად მარუსაკი საფრთხის შემცველს უწოდებს.

შაბათს დაფიქსირდება 33-35 გრადუსი და მაღალი ტენიანობა, კვირას კი, ამინდი რადიკალურად იცვლება. იქროლებს ჩრდილოეთის ძლიერი ქარი, რომელიც ორშაბათსაც შენარჩუნდება, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურა, დაეცემა და დაუბრუნდება სეზონისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელს.

ამას გარდა, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში დაფიქსირდება საკმაოდ ხშირი ნისლი.

onalem

ტესტ