fbpx
საბერძნეთიტერორიზმი

ანტი-ტერორისტული ოპერაცია ათენში: დაკავებულია უცხოელი

ავღანეთის მოქალაქეს, რომელსაც დეტონატორები აღმოაჩნდა, საბერძნეთის სახელმწიფომ თავშესაფარი მისცა, იგულისხმება საბუთი, რომელსაც მესამე ქვეყნის მოქალაქეები იღებენ, მოთხოვნის შესაბამისად. მამაკაცი გასულ ღამეს ლიკავიტოზე დააპატიმრეს.

საქმეს ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზაცია იძიებს.

პოლიციის ინფორმაციით, ავღანელ მამაკაცს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ხშირად ჰქონდა. ის რამდენჯერმე დააფიქსირეს სხვადასხვა მსუბუქი დანაშაულის ფაქტზე.

საბოლოოდ, ლიკავიტოზე მდებარე რესტორანს ესტუმრა, ხოლო თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ რესტორნის მფლობელმა პოლიცია გამოიძახა და მამაკაცი დაუყოვნებლივ დააკავეს.

პოლიციამ მის მფლობელობაში არსებული 8 დეტონატორი ამოიღო.

onalem

ტესტ