fbpx
საბერძნეთი

უახლოეს მომავალში თესალონიკში დატბორვის 14 ეპიზოდს პროგნოზირებენ – თერმაიკოს ყურიდან წყალი ციმისკის ქუჩამდე შეიძლება მივიდეს

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, უახლოეს მომავალში თესალონიკში დატბორვის 14 ეპიზოდს პროგნოზირებენ, თუკი სერიოზული ჩარევები არ განხორციელდება ქალაქის ინფრასტუქტურაში, ეს ყველაფერი კი, კლიმატური ცვლილებების შედეგია.

მეტეოროლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მიხალის სიუტასი აცხადებს, რომ ეს სცენარი ნამდვილად “კოშმარულად” ჟღერს, მაგრამ ყველაზე უარესი იმის წარმოდგენაა, რა შეიძლება მოიტანოს სათბურის ეფექტმა, რომელიც სანაპირო ზოლის მნიშვნელოვნად დიდ ნაწილს ემუქრება. ეს ნიშნავს, რომ თერმაიკოს ყურემ შესაძლოა გადმოიწიოს და მიაღწიოს ციმისკის ქუჩამდეც კი.

მეცნიერი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ჭაბურღილების საფუძვლიანი გაწმენდა, რათა წვიმის წყალმა გასასვლელი იპოვოს და რა თქმა უნდა, უაღრესად გონივრული იქნება, თუკი სამოქალაქო დაცვის სამინისტრო დროულ გაფრთხილებებს გააკეთებს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ.

“ახალმა კლიმატურმა მოვლენებმა რეალურად შესაძლოა 2033 წლამდე თესალონიკში წყალდიდობის 5-8 ეპიზოდი დაფიქსირდეს, თუმცა, თუკი შესაბამისი ზომები არ მიიღება და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლა არის, ეპიზოდები შესაძლოა პირველ წელს იყოს 2-3, მაგრამ მეორე წელს 14-მდეც კი გაიზარდოს.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუკი კლიმატური ცვლილებები იგივე ტემპით გაგრძელდება, ხოლო სახელმწიფოს წარმომადგენლებმა სერიოზულად უნდა მიიღონ მეცნიერთა მიერ დადებული დასკვნები,” აცხადებს ბატონი სიუტასი.

onalem

ტესტ