fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 1 ნოემბრიდან SMS ყოველდღე მათ, ვინც ვაქცინირებული არ არის

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად SMS დაეგზავნებათ მათ, ვინც კორონავირუსიზე აცრილი არ არის.

ეს არის ახალი მეთოდი, რომლითაც საბერძნეთის მთავრობა ეცდება, რომ მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონე აამაღლოს და დაარწმუნოს ისინი, აიცრნენ უმოკლეს დროში.

ყოველდღე თითოეული ადამიანი სხვადასხვა შინაარსის SMS-ს მიიღებს. ცხადია, საუბარია მათზე, ვისი პერსონალური მონაცემებიც არსებობს სოციალური უსაფრთხოების ელექტრონულ სისტემაში (ΗΔΙΚΑ).

ამას გარდა, შეტყობინებას უკვე იღებენ 50 წელს ზემოთ პირები, ვაქცინის მე-3 დოზის მისაღებად.

onalem

ტესტ