fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო ვაქცინაცია და ჯარიმები 50.000 ევროდან 200.000 ევრომდე

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ვაქცინაციის ვალდებულების საკითხი უკვე ძალაში შევიდა მათთვის, ვინც მუშაობს მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში, როგორც საჯარო, ასევე კერძოდ სექტორში. 1 სექტემბრიდან კი, იგივე ვალდებულება ექნებათ სამედიცინო სფეროს მუშაკებს.

ვასილის კიკილიას საგანგებო განცხადების მიხედვით, გარდა იმისა, რომ უხელფასო შვებულებაში გავა ის, ვინც აცრაზე უარს იტყვის, ასევე დაწესდება უმკაცრესი ჯარიმები.

“16 აგვისტომდე ვაქცინის პირველი დოზა უნდა გაიკეთონ მათ, ვინც მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში მუშაობს. ხოლო 1 სექტემბრამდე პირველი დოზით მაინც უნდა აიცრან ისინი, ვინც ჯანდაცვის სფეროში მსახურობს. 

თანამშრომლები, რომლებიც უარს იტყვიან აცრაზე, შეაჩერებენ მუშაობას, თუმცა, შვებულებაში ხელფასი არ გადაეხდებათ.

ის, ვინც კანონს დაარღვევს, დაჯარიმდება თავიდან 50.000 ევროთი, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაოთხმაგდება და გახდება 200.000 ევრო. 

საჯარო სტრუქტურებს ექნებათ უფლება, რომ პერსონალის აუცრელი ნაწილი ჩაანაცვლონ აცრილით ანუ აიყვანონ სხვა თანამშრომლები, მათ ნაცვლად,” თქვა მინისტრმა.

onalem

ტესტ