fbpx
საბერძნეთი

“ხალხი მხოლოდ სოლიდარობით და ერთიანობით დარწმუნდება, რომ ვაქცინა გაიკეთოს” – ალექსის ციპრას

ალექსის ციპრამ სიტყვით გამოსვლისას კვლავ გააკეთა კომენტარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის დაყოფა, რომელიც ახლა მოსახლეობაში არსებობს, ქვეყანას ვაქცინაციის ტენდენციის ზრდაში არ დაეხმარება.

პრემიერი გულისხმობს, რომ ხალხი დაყოფილია ვაქცინის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ჯგუფებად, იმართება აქციებიც, რომლებიც მიმართულია მთავრობის მიერ მიღებული ზომების გასაპროტესტებლად.

“ხალხი მხოლოდ სოციალური სოლიდარობითა და ერთიანობით დარწმუნდება, რომ ვაქცინა გაიკეთოს. არ ვემხრობი 150 ევროს შეთავაზებას, მხოლოდ და მხოლოდ მაგალითის მიცემა და ერთიანობა არის ის, რის გამოც შეიძლება ადამიანმა ვაქცინაცია ჩაიტაროს. 

მთავრობამ საკუთარი ინტერესები წინ დააყენა და მოსახლეობაში მეცნიერთა ნდობა დაეცა. ინფექციურ დაავადებათა კომიტეტმა და მათმა მოსაზრებებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, გადაწყვეტილებების მიღება კი ხდება პოლიტიკურ დონეზე.”

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვმა საგანგაშოდ მოიმატა, რაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა დელტა მუტაციამ.

 

onalem

ტესტ