fbpx
საზოგადოება

7 წლის შემდეგ ათენის ცენტრში მდებარე ქანდაკება, “მორბენალი”, ისევ ბრწყინავს

“მორბენალი” ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და სიმბოლური ქანდაკებაა ათენში, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოუვლელი იყო.

როგორც ირკვევა, “მორბენალი” ბოლოს 2014 წელს გაიწმინდა და საუკეთესო შედეგის მისაღებად ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა. მათ გამოიყენეს შუშის წმენდის განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც შტუტგარდის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, შესწავლის შედეგად.

თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, “მორნბენალის” ზედაპირზე გროვდება არა მხოლოდ მტვერი, არამედ ისეთი დამაბინძურებლები, რომელთა გაწმენდაც სპეციალური ტექნიკას საჭიროებს. ამჯერად ამ საქმეს 15 საათი დასჭირდა.

შუშის ქანდაკება ჰილტონის წინ 1995 წლიდან დგას, თუმცა, პირველად 1988 წელს ომონიის მოედანზე განთავსდა. ახლა ის ისევე ბრწყინავს, როგორც 2014 წელს.

onalem

ტესტ