fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: სრულიად ჯანმრთელი 20 წლის ფეხბურთელი მოედანზე უეცრად დაეცა და გარდაიცვალა

კარდიცაში 20 წლის ილიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. ახალგაზრდა ფეხბურთელი სათამაშო მოედანზე გუშინ შუადღეს უეცრად ძირს დაეცა და მისი გონზე მოყვანა ვერავინ შეძლო. ის თავის გუნდთან ერთად ჩვეულებისამებრ თამაშობდა, როდესაც გონება დაკარგა.

არსებული ცნობებით, ბიჭის დასახმარებლად მაშინვე მივიდნენ მის გარშემო მყოფები და ყველაფერი გააკეთეს, რაც ასეთ მდგომარეობაში იყო საჭირო, მაგრამ ვინაიდან პირველადი დახმარების გაწევის შედეგად გონზე ვერ მოიყვანეს, სასწრაფოში დარეკეს და ილია მუზაკის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს, რადგან მათი მცდელობების მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

“ილია მშვენივრად იყო. სრულიად მოულოდნელად დაკარგა გონება და ძირს დაეცა. სხვა მატჩებიც ნათამაშები ჰქონდა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. სრულიად ჯანმრთელი იყო, ყველანაირი საბუთი ჰქონდა ექიმებისგან. ახლა ექპერტიზის პასუხებს ველოდებით, რათა გავიგოთ, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია,” ამბობს მისი გუნდის წევრი.

onalem

ტესტ