fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პროფესორ თეოდოროს ვასილაკოპულოს ტავერნაში თავს დაესხნენ, რადგან ვაქცინაციის სერთიფიკატების შემოწმება მოითხოვა

გავრცელებული ინფორმაციით, პროფესორ თეოდოროს ვასილაკოპულოს კასტრაკის ერთ-ერთ ტავერნაში ყოფნისას თავს დაესხნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატების შემოწმება მოითხოვა. ირკვევა, რომ პროფესორი ადგილზე 20-25 კოლეგასთან ერთად იმყოფებოდა.

ვასილაკოპულო აცხადებს, რომ ტავერნაში კლიენტთა 10%-საც არ უმოწმებდნენ ვაქცინაციის სერთიფიკატებს, გამომდინარე იქიდან, რომ პროფესორმა მეპატრონისგან მოითხოვა, ეს ყველაფერი გაეკონტროლებინათ, პასუხად ფიზიკური ანგარიშსწორება მიიღეს. ასევე დაემუქრნენ, რომ იპოვიდნენ საავადმყოფოს, სადაც ის ათენში მუშაობს და მანქანასაც დაუწვავდნენ.

ვასილაკოპულო იმასაც ამბობს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ის მუქარებს ბოლო პერიოდის მანძილზე საკმაოდ აქტიურად იღებს. რაც შეეხება ტავერნის ინციდენტს, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიცია გამოიძახეს და საჩივარიც დაიწერა.

 

onalem

ტესტ