fbpx
საბერძნეთი

შენობების სეისმური გამძლეობის შემოწმება საბერძნეში – საშიშად ითვლება 1984 წლამდე აშენებული ბინები

როგორც უკვე ცნობილია, თურქეთის მიწისძვრის შემდეგ შენობების სეისმური გამძლეობის მიმართ ინტერესი გაიზარდა და დაიწყო სკოლებისა და საავადმყოფოების შემოწმება. რაც შეეხება ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსებს, მათი უმეტესობის შემოწმება არ ხორციელდება, ვინაიდან ეს საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ითვლება, რომ 1984 წლამდე აშენებული კორპუსები სეისმური გამძლეობის თვალსაზრისით სახიფათოა. ინჟინერთა განმარტებით, ეს შენობები არ არის დაპროექტებული ისე, რომ გაუძლონ მიწისძვრას, რომელიც თურქეთის მიწისძვრის მსგავსი ან უფრო სუსტი იქნება.

2011 წლის აღწერის საფუძველზე დადგინდა, რომ 3,1 მილიონი შენობა – აქედან 2,5 მილიონი საცხოვრებელი კორპუსი – საჭიროებს შემოწმებას, გამომდინარე იქიდან, რომ აშენებულია მრავალი წლის წინ.

“მე ვფიქრობ, რომ შენობები, რომლებიც თარიღდება 1996 წლით და უფრო ადრე, ჰგავს იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავტომობილი, უსაფრთხოების ბალიშებით. ბევრი პრობლემატური შენობა გვაქვს, მაგრამ მათი შემოწმება ერთგვარი პროცესია, ხარჯებთან დაკავშირებული, ამიტომ აღარ აგრძელებენ, ბევრ შემთხვევაში,” აცხადებს ინჟინერი, სპიროს მაგულასი.

onalem

ტესტ