fbpx
საბერძნეთი

“სულ მალე პანდემიასთან საქმეს დავასრულებთ! ბოლოსკენ მივდივართ” – მინა გაგა ოპტიმიზმს არ მალავს

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მინა გაგა, ოპტიმიზმს არ მალავს და კვლავ ხმამაღლა აცხადებს, რომ სულ მალე პანდემია დასასრულს მიუახლოვდება.

“მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბოლოსკენ მიდვივართ. ორი წელია ჩაკეტილები, შეზღუდვებში ვართ და ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოსაა ის ეტაპი, როცა კოვიდი გრიპის მსგავს ვირუსად იქცევა. ცხადია, ის არსად წავა, ჩვენს შორის იარსებებს, მაგრამ აღარ იქნება ჩვენი ცხოვრების დიდი, განმსაზღვრელი ნაწილი. ჩვენ დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას.

მთელი ისტორია სულ მალე დასრულდება, ეს მხოლოდ კვირების საქმეა. საკმარისია, რომ ყურადღებით ვიყოთ და ბალანსი არ დავკარგოთ, უნდა ვატაროთ პირბადე და დავიცვათ უსაფრთხოების ზომები. 

შემდეგი კვირა გადამწყვეტი იქნება, გვაქვს ინფიცირების მაღალი, მაგრამ ჰოსპოტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი, ეს ოპტიმიზმის საბაბს იძლევა,” აცხადებს გაგა.

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 37.676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ექსპერტთა საბჭო ვარაუდობს, რომ მომდევნო დღეებში ეს რიცხვი 50.000-სს გადააჭარბებს, იანვრის ბოლოდან კი, დეესკალაცია დაიწყება.

onalem

ტესტ