fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“დედა, რამდენიმე წუთის წინ პატარა გოგონა მოვკალი” – ტყუილი, რომლითაც 52 წლის ქალისგან ფულის გამოძალვა უნდოდათ

თაღლითების შესახებ, რომლებიც ბერძნების გაცურებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია. ამჯერად ბერძნულ მედიასთნ 52 წლის ქალმა ისაუბრა, რომელთანაც მისი ვაჟის სახელით დარეკეს და უთხრეს, რომ რამდენიმე წუთის წინ მანქანით პატარა გოგონას დაეჯახა და მოკლა. ქალი პანიკაში ჩავარდა და ვერც კი არჩევდა, ნამდვილად თავისი შვილი ესაუბრებოდა თუ არა, რადგან თაღლითი როლს კარგად ასრულებდა და ტიროდა. ტირილისას კი რთულია ხმის ამოცნობა.

როგორც ქალი ჰყვება, ჯერ მისი შვილის, ხოლო შემდეგ პოლიციელის სახით დაელაპარაკნენ, უთხრეს მისი ვაჟის სახელი და გვარიც.

ქალმა რეაქცია არ დააყოვნა და უპასუხა, რომ დაუყოვნებლივ პატრასში ჩავიდოდა, მისი ვაჟი სწორედ იქ სწავლობდა ამიტომ იფიქრა, რომ იქიდან ურეკავდნენ, სწორედ ამან დააბნია თაღლითები. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ქალი არ გამგზავრებულიყო და რომ პრობლემა მისი ჩასვლის გარეშეც მოგვარდებოდა.

ამის შემდეგ დაეჭვდა 52 წლის ბერძენი და თავის გოგონას სთხოვა ძმისთვის დაერეკა. ბიჭმა ჩვეულებრივად უპასუხა და გაოგნებული იყო, თუ რატომ ნერვიულობდნენ. ქალი მაშინვე მიხვდა, რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა და მათ უპასუხა: “ახლავე პოლიციაში წავა.” და ტელეფონი გათიშა.

იხილეთ ინტერვიუ:

onalem

ტესტ