fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სიახლეები კანონპროექტში და სასჯელის გაზრდა 8-დან 20 წლამდე კონკრეტულ დანაშაულებზე

ბერძნულ კანონპროექტებში შედის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ეხება სასჯელს იმ დანაშაულებისთვის, რომელთაც აქვთ სოციალური და ეროვნული შედეგები, მაგალითად: ტყეში ხანძრის განზრახ თუ უნებლიედ გაჩენა. თუკი მსგავსი შინაარსის დანაშაულისთვის აქამდე 15 წელი იყო სასჯელი, ახლა აღნიშნული ვადა იზრდება 20 წლამდე.

კანონპროექტში შეტანილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლეა ასევე სასჯელის ვადა გაუპატიურების მცდელობისთვის, რომელიც ამჟამად 8 წელია. აღნიშნული ვადა იცვლება 8 წლიდან 20 წლამდე. ასევე, შესაბამისი ზომების მიღება იგეგმება ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ფიზიკური ანგარიშსწორება ხდება ექიმების, მასწავლებლებისა და პროფესორების მიმართ.

“ბერძნულ საზოგადოებას ძალიან აწუხებს დანაშაულები, რომელთაც ჩვენ ვუწოდებთ მცირე ან საშუალო სიმძიმის დანაშაულს, ეს არის შემთხვევები, როცა დამნაშავეები ძირითადად დაუსჯელები რჩებიან. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და სასჯელი გამკაცრდეს იმ შემთხვევებისთვისაც, როცა დანაშაულის ჩადენის მცდელობაც კი ფიქსირდება და არა მხოლოდ მაშინ უშუალოდ დანაშაული ხდება,” განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

onalem

ტესტ