fbpx
საბერძნეთი

ხვალ ხანძრის განსაკუთრებით მაღალი რისკები ატიკაში – გაფრთხილება მოსახლეობას

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ხანძრის განსაკუთრებით მაღალი რისკები ფიქსირდება. გამომდინარე ქარის სიძლიერიდან და მაღალი ტემპერატურიდან, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე.

კერძოდ, საუბარია შემდეგ ტერიტორიებზე: ატიკა, ვიოტია, ევია, ხიოს, სამოს, იკარია. აკრძალულია ყველა იმ საქმიანობის განხორციელება, რამაც შეიძლება ცეცხლის გაჩენა გამოიწვიოს.

როგორც უკვე ცნობილია, განსაკუთრებით რთულია ამ დროისთვის ვითარება პორტო გერმენოში, სადაც მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. დამწვარია ერთი სახლიც.

onalem

ტესტ