fbpx
კრიმინალი

“ორ სამსახურში მუშაობდა, რომ ოთხი შვილი და ქმარი ერჩინა” – კრეტაზე ნექტრიას ემშვიდობებიან

კრეტაზე, იერაპეტრაში, 48 წლის ქალს, ოთხი შვილის დედას, საბოლოოდ ემშვიდობებიან. უდედოდ დარჩა 25 წლის კონსტანტინო, 22 წლის მანო და ტყუპი გოგონები, 18 წლის ძენი და კატერინა. მეორე ტრაგიკული ფაქტი კი ის არის, რომ მათ დედა საკუთარმა მამამ მოუკლათ.

ადგილობრივები შეძრულები არიან მომხდარით, ნექტარიას მეგობარი კი ამბობს, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რადგან ყოფილი ქმარი ქალს ბევრჯერ დამუქრებია და ეს ამბავი პოლიციამდე იყო მისული:

“ის ნექტარიას აქამდეც ემუქრებოდა და ბევრჯერ ფიზიკურადაც უძალადია მასზე. როდესაც ადრე მათთან სახლში მივდიოდი, რომ ჩემს მეგობართან ერთად ფინჯანი ყავა დამელია ხოლმე, ისიც იქ იყო და გვეუბნებოდა, რომ ჩუმად გველაპარაკა, რომ არ შეგვეწუხებინა. ნექტარია იყო სახლში ყველაფერი, ოთხი შვილი ჰყავთ და ორ სამსახურში მუშაობდა, რომ ყველა ერჩინა, მათ შორის, ქმარიც.

ეს იყო ღირსეული ქალი, ყველას მხოლოდ კარგი ეთქმის მასზე. პოლიციაშიც იყო წასული, საჩივარი ჰქონდა შეტანილი მის წინააღმდეგ, დახმარებას ითხოვდა.”

ირკვევამ რომ ნეტქარიას სოციალურ ქსელში ბოლოს შემდეგი სტატუსი ჰქონდა დაწერილი: “არავის შეუძლია ჩემი არჩევანის განსჯა, რადგან ჩემი ცხოვრებით არავის უცხოვრია. გაბედეთ და უარი უთხარით ყველას, ვინც თქვენი სურვილების ასრულებაში ხელს გიშლით.”

48 წლის ქალის დაკრძალვა დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

 

onalem

ტესტ